ოცნება თუ სინამდვილე

ინოლა გურგულიას ამავე სახელობის კინოსცენარისა და ჩანაწერების მიხედვით შექმნილი მუსიკალური წარმოდგენა პირველად დაიდგა სცენაზე. წარმოდგენის მთავარი თემაა სიყვარული - გრძნობა, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლე თან სდევს და ყველა ასაკში სხვადასხვაგვარად ვლინდება. წარმოდგენა აგებულია ინოლა გურგულიას სიმღერებსა და ჩანაწერებზე, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ბავშვები ასრულებენ.